დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბათუმში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა იქმნება
ავტორი:
2014/თებერვალი/01 13:00:05
ბათუმში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა იქმნება. ევროპის მოედანზე დღეს იპოთეკით დაზარალებულები და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები შეიკრიბნენ.
როგორც საინიციატივო ჯგუფის "მზრუნველის" ხელმძღვანელმა ლილი მორჩაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ორგანიზატორები ყოველ დღე, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიკრიბებიან და ხელმოწერებს შეაგროვებენ.
საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის ინიციატორებმა ევროპის მოედანზე კარავი გაშალეს.
"საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა გამოიწვია იმ უყურადღებობამ, რომელსაც ყოველდღე ვხედავთ. დაპირებების ფონზე მოსული მთავრობა არაფერს აკეთებს, გარდა კვლავ დაპირებებისა. ჩვენ ვართ რეჟიმის მსხვერპლი, მაგრამ სამწუხაროდ ეს რეჟიმი დღემდე გრძელდება. ტელევიზორში პოზიცია და ოპოზიცია ერთმანეთს ლანძღავს. აღარ გვაინტერესებს რა მოხდა მაშინ, გვაინტერესებს რას გააკეთებს ხელისუფლება ახლა. ჩვენ ყოველდღე შევიკრიბებით, გახდება ეს მასა დიდი და ულტიმატუმს ჩვენ წავუყენებთ მთავრობას", - აღნიშნა ლილი მორჩაძემ.
საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის ინიციატორები აცხადებენ, რომ მათ იდეას აჭარაში მოქმედი 14 ორგანიზაცია უერთდება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1232
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია