დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა
ავტორი:
2014/თებერვალი/01 11:30:03
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. მთავრობის თავმჯდომარე პანელის "გლობალური ძალაუფლება რეგიონალური სტაბილურობა" ფარგლებში რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრებს.
კონფერენცია საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.
გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს 10-მდე ორმხრივ შეხვედრასაც გამართავს, მათ შორის შეხვდება გაეროს გენერალურ მდივან ბან გი მუნს, ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს. ერთ-ერთი სენატორი, რომელსაც საქართველოს პრემიერი შეხვდება ჯონ მაკკეინია.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1047
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია