დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი - გერმანიის ინდუსტრიის გაერთიანება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდა
ავტორი:
2014/თებერვალი/01 11:00:02
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ბოლო რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ" გერმანია საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდა. როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით ინტერესი გუშინ, მასსა და გერმანიის ინდუსტრიის ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრაზე იქნა გამოხატული.
"მე შეხვედრა მქონდა გერმანიის ინდუსტრიის ფედერაციის პრეზიდენტთან, რომელიც არის ძალიან გავლენიანი ფიგურა. ეს ფედერაცია არის გაერთიანება, რომელშიც შედის ყველა წარმატებული, წამყვანი გერმანული კომპანია. ჩვენ ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ უახლოეს თვეებში შედგეს ბიზნესფორუმი და ველოდებით გერმანული კომპანიების ჩამოსვლას საქართველოში, რომლებიც დაინტერესებულები არიან ინვესტიციების განხორციელებით. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. მათი მხრიდან გამოხატული იქნა ინტერესი. ეს იყო პირველი შემთხვევა რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, როცა გერმანიის ინდუსტრიის გაერთიანება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე შეფასებით, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი.
"გერმანია არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა. ამ მიმართულებით უნდა შევავსოთ ის სიცარიელე, რომელიც სამწუხაროდ, ჩამოყალიბდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1152
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია