დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი პაპუაშვილი სტრასბურგში ადამიანის უფლებათა სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა
ავტორი:
2014/იანვარი/31 17:00:03
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, სპეციალური მიწვევით, სტრასბურგში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ახალი სამუშაო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ესწრება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საკონსტიტუციო სასამართლოდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში გიორგი პაპუაშვილი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თავმჯდომარეს დილ შპილმანს შეხვდა, რა დროსაც საუბარი შეეხებოდა სასამართლოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას.
"მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორი სასამართლოს დაახლოებისთვის მნიშვნელოვანი იყო სტრასბურგის სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების მოხსენიება და ციტირება. ეს დასტურია საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების მაღალი სტანდარტის აღიარებისა, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტის ზრდას. სამომავლოდ იგეგმება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-16 პროტოკოლის რატიფიცირება, რაც შესაძლებლობას მისცემს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებს რეკომენდაციებისთვის მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს", - აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.
ამასთან, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში აცხადებენ, 2014 წლის მაისიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გადმოიბარებს ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის თავმჯდომარეობას. აღნიშნულთან დაკავშირებით დილ შპილმანმა გიორგი პაპუაშვილისგან მიიღო წინადადება, მისთვის ხელსაყრელ დროს სამუშაო ვიზიტით ეწვიოს საქართველოს. ვიზიტი ხელს შეუწყობს ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოებისა და სტრასბურგის სასამართლოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დღეს, დაესწრება კონფერენციას თემაზე - "ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია: სასამართლოს საერთო პასუხისმგებლობა".

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1096
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია