დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ცეზარ ჩოჩელის სასამართლო პროცესი მეოთხედ გადაიდო
ავტორი:
2014/იანვარი/31 16:00:03
ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის სასამართლო პროცესი მეოთხედ გადაიდო. პროკურატურამ შპალის ქარხანასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესის გადატანა მოითხოვა. მიზეზად პროკურატურის მხრიდან მოწმეების დაკითხვა და მორიგი რევიზიის ჩატარება დასახელდა.
"გუშინ, კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე მეოთხედ, პროკურატურამ შპალის ქარხანასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიმართა სასამართო პროცესის გადატანის მოთხოვნით. მიზეზი, პროკურატურის მხრიდან, მოწმეების დაკითხვა და მორიგი რევიზიის ჩატარების აუცილებლობაა. გამოძიება, შპალის ქარხანასთან დაკავშირებით, წელიწადზე მეტია რაც მიმდინარეობს) ბატონებო, თუ ეს ყველაფერი იყო გასაკეთებელი, თუ არ არსებობდა მოწმის ჩვენება და რევიზიის დასკვნა, მაშინ რის საფუძველზე დააყადაღეთ 5 წარმოება? რის გამო დატოვეთ ათასზე მეტი ადამიანი უმუშევრი? რატომ დააკელით ბიუჯეტს მილიონობით ლარი და ბოლოს, რა მიზეზით ანადგურებთ ადგილობრივ წარმოებას?", - აცხადებს ცეზარ ჩოჩელი .


























ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის სასამართლო პროცესი მეოთხედ გადაიდო, - ამის შესახებ ბიზნესმენის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატურამ შპალის ქარხანასთან დაკავშირებით, სასამართო პროცესის გადატანა მოითხოვა, მიზეზად კი, პროკურატურის მხრიდან, მოწმეების დაკითხვა და მორიგი რევიზიის ჩატარება დასახელდა.
ამასთან დაკავშირებით ბიზნესმენის პრესამსახური თავად ჩოცელის განცხადებასაც ავრცელებს.
"გუშინ, კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე მეოთხედ, პროკურატურამ შპალის ქარხანასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა, სასამართო პროცესის გადატანის მოთხოვნით. მიზეზი, პროკურატურის მხრიდან, მოწმეების დაკითხვა და მორიგი რევიზიის ჩატარების აუცილებლობაა", - აცხადებს ჩოჩელი.
მისივე თქმით, გამოძიება, შპალის ქარხანასთან დაკავშირებით, წელიწადზე მეტია რაც მიმდინარეობს.
"ბატონებო, თუ ეს ყველაფერი იყო გასაკეთებელი, თუ არ არსებობდა მოწმის ჩვენება და რევიზიის დასკვნა, მაშინ რის საფუძველზე დააყადაღეთ 5 წარმოება? რის გამო დატოვეთ ათასზე მეტი ადამიანი უმუშევრი? რატომ დააკელით ბიუჯეტს მილიონობით ლარი და ბოლოს, რა მიზეზით ანადგურებთ ადგილობრივ წარმოებას???", - აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1001
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია