დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილისის მერია ირაკლი შიხიაშვილის საპასუხო განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
2014/იანვარი/31 14:30:02
საკრებულოს თავმჯდომარის განცხადება, თბილისის საქალაქო სამსახურების უფროსების, გამგებლებისა თუ მერის მოადგილეების გადადგომასთან დაკავშირებით, ამტკიცებს ირაკლი შიხაშვილისა და საკრებულოს ,,ქართული ოცნების" პოლიტიკურად მოტივირებულ, გაუმართლებელ ახირებას, რაც საბიუჯეტო პროცესის ჩიხში შეყვანასა და საბოლოოდ თბილისში თვითმმართველობის გაუქმებას ემსახურება, – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მერიის განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ. "თბილისის მერია მიესალმება საკრებულოს თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას, რომ ბიუჯეტის დამტკიცების საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული ქმედებები დაიწყოს. თუმცა სამწუხაროა, რომ საკრებულოს უმრავლესობამ მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გაიაზრა ის პრობლემები, რაც თბილისელებს ბიუჯეტის დაუმტკიცებლობით შეექმნებათ.
თბილისის მთავრობა ერთი თვის განმავლობაში მიმართავდა საკრებულოს წევრებს, მეტი პასუხისმგებლობა გამოეჩინათ აღნიშნული საკითხის მიმართ, რათა დედაქალაქი მთავარი ფინანსური დოკუმენტის გარეშე არ დარჩენილიყო.
ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ საკრებულოს თავმჯდომარის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ხანგრძლივი მივლინების დროს მონაწილეობა მივიღოთ კომისიებისა და ფრაქციების მუშაობაში, შევხდეთ საკრებულოს წევრებსა თუ საზოგადოების დაინტერესებულ ნაწილს და ნებისმიერი მათი გონივრული წინადადება გავიზიაროთ.
რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებას, თბილისის საქალაქო სამსახურების უფროსების, გამგებლებისა თუ მერის მოადგილეების გადადგომასთან დაკავშირებით, რომლებიც პირდაპირი წესით არჩეული თბილისის მერის მიერ დანიშნული საჯარო მოხელეები არიან, მსგავსი მოთხოვნა კვლავ ამტკიცებს ირაკლი შიხაშვილისა და საკრებულოს ,,ქართული ოცნების" პოლიტიკურად მოტივირებულ, გაუმართლებელ ახირებას, რაც საბიუჯეტო პროცესის ჩიხში შეყვანასა და საბოლოოდ თბილისში თვითმმართველობის გაუქმებას ემსახურება.
ამასთან, მოვუწოდებთ საკრებულოს თავმჯდომარესა და მათ უმრავლესობას, თუ მათ რეალურად სურთ თბილისის ბიუჯეტის დამტკიცება და არ აგრძელებენ საზოგადოების მოტყუებას, საფინანსო დოკუმენტთან დაკავშირებული შენიშვნები წერილობითი ფორმით მოგვაწოდონ, რათა კვლავ არ მოხდეს ბიუჯტის დამტკიცების პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება",-ნათქვამია თბილისის მერიის განაცხდებაში.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი დედაქალაქის მთავრობის გადადგომის ინიციატივით დღეს გამოვიდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 961
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია