დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით ზალკალიანი - ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც გველის
ავტორი:
2014/იანვარი/31 14:00:03
ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე პერიოდში გველის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განუცხადა, რომელიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მასპინძლობით ევროკავშირის წევრი ქვეყნის ელჩებისთვის რესტორან "ფუნიკულიორში" მიმდინარე სამუშაო სადილს ესწრება.
როგორც ზალკალიანმა განმარტა, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა უცხოელ დიპლომატებთან მუდმივი კომუნიკაცია.
"ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მუდმივი კომუნიკაცია ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან. ჩვენ მუდმივად ვართ მათთან კონტაქტში მიმდინარე საკითხებზე, იმ ძირითად გამოწვევებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე 2014 წელს დგას. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც გველის", - განაცხადა ზალკალიანმა.
ამასთან, მინისტრის მოადგილის განმარტებით, სამუშაო სადილის ფარგლებში საუბარი შეეხება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე მოსამზადებელ სამუშაოებს, ასევე ევროკავშირის მხრიდან შესაძლო დახმარებას, დეოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებს და ყველა იმ თემას, რომელიც საერთაშორისო გამოწვევების მიმართულებით აქტუალურია.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1147
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია