დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა ბროკიშვილი - ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების საკითხზე ულტიმატუმს არავინ მიიღებს
ავტორი:
2014/იანვარი/31 13:00:03
თბილისის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების საკითხზე ულტიმატუმს არავინ არ მიიღებს, - ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-ძველი თბილისის" წარმომადგენელმა კახა ბროკიშვილმა განაცხადა.
კახა ბროკიშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. კახა ბროკიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, საერთო კომპრომისი შედგება და დედაქალაქს ბიუჯეტი ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისივე თქმით, თებერვლის ბოლოს, თბილისს სერიოზული პრობლემები შეექმნება ფინანსების არქონის გამო. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ გასული წლის თბილისის ბიუჯეტი 630 მილიონ ლარს შეადგენდა, დასამტკიცებელი პროექტით, თბილისის ბიუჯეტი 785 მილიონი უნდა იყოს, აქედან გამომდინარე, კახა ბროკიშვილმა განმარტა, რომ გასული წლის ბიუჯეტის ერთი მეთორმეტედი საკმარისი თანხა არ არის წელს დაგეგმილი ღონისძიებების განსახორციელებლად.
კახა ბროკიშვილის თქმით, თუ დროულად არ დამტკიცდება თბილისის ბიუჯეტი, თებერვლის ბოლოდან სერვისების მიწოდებაზე სერიოზული პრობლემები შეიქმნება. "საუბარი იმაზე, თუ ვინ იქნება დამნაშავე, თუ არ მოხდა შეთანხმება, ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ - ულტიმატუმს არ მიიღებს არავინ. გახსოვთ განცხადებები, მთავრობა გადადგეს, გამგებლები გადადგნენ, თავის უფლებამოსილების ფარგლებში საკრებულო ვალდებულია განიხილოს ბიუჯეტი, წარმოადგინოს შენიშვნები და მოსაზრებები და შესაბამისად, მოხდეს საერთო შეთანხმება. ასეთ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ წინააღმდეგობას. ბუნებრივია, ეს პირველ რიგში წაადგება ისევ თბილისელებს", - აღნიშნა კახა ბროკიშვილმა.
ამასთან, დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 12 თებერვალს გაიმართება 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის განხილვა. მან მოუწოდა საკრებულოს ფრაქციებისა და დედაქალაქის მერიის სამსახურის ხელმძღვანელებს, მჭიდრო ვადებში შეიმუშავონ ბიუჯეტის პროექტი, რომელზეც შემდეგ საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე უნდა იმსჯელოს.
დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში გასული წლის 29 დეკემბერს ჩავარდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1037
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია