დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მეთიუ ბრაიზა – საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია ოლიმპიადის მასპინძლის მიერ
ავტორი:
2014/იანვარი/30 12:30:03
ჩემთვის აღმაშფოთებელია, რომ დასავლელი ლიდერები ამბობენ, რომ არ წავლენ სოჭში, მაგრამ არ ახსენებენ, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია ოლიმპიური თამაშების მასპინძლის მიერ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ დღეს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბრაიზას თქმით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ის სტრატეგიული საკითხების განხილვას გეგმავს.
"მე აქ იმისთვის ვიმყოფები, რომ სტრატეგიული საკითხები შევისწავლო, განსაკუთრებით სოჭის ოლიმპიური თამაშების კონტექსტში. ჩემთვის აღმაშფოთებელია, რომ დასავლელი ლიდერები ამბობენ, რომ არ წავლენ სოჭში, მაგრამ არ ახსენებენ, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია ოლიმპიური თამაშების მასპინძლის მიერ და რომ ოკუპირებული ტერიტორიები ოლიმპიადის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრშია. ვიმედოვნებ, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშები იქცევა შესაძლებლობად, სადაც ევროატლანტიკური ქვეყნების ლიდერები კიდევ ერთხელ შეხედავენ საქართველოს კონფლიქტებს და ამის თაობაზე რამე გადაწყვეტილებას მიიღებენ და მხოლოდ ჟენევის ფორმატში არ დარჩება საკითხის განხილვა, რაც ძალიან მცირეა. ეს კი საბოლოოდ რუსეთისთვისაც იქნება კარგი, რადგან სანამ კონფლიქტები გადაუწყვეტელია, წარმოუდგენელია სტაბილურობა კავკასიაში",-განაცხადა ბრაიზამ.
მეთიუ ბრაიზა საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. მისი განცხადებით, ის საინვესტიციო გარემოს შესწავლასაც გეგმავს და აპირებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს შეხვდეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1205
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია