დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გულიკო ზუმბაძე - საჭიროა შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც საკრებულოს მხრიდან მერიის მიმართ უნდობლობას მინიმუმამდე დაიყვანს
ავტორი:
2014/იანვარი/29 19:30:03
თბილისის საკრებულოს მხრიდან მერიის მისამართით უნდობლობის საკითხი მწვავედ დგას, - ამის შესახებ დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვაზე თბილისის სკრებულოს წევრმა, ფრაქცია "ქართული ოცნება - თბილისელების" თავმჯდომარემ, გულიკო ზუმბაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა შემუშავდეს რაიმე მექანიზმი, რომელიც ამ უნდობლობას მინიმუმამდე დაიყვანს. ეს შეიძლება მოხდეს სერიოზული მონიტორინგის საშუალებით, კონტროლის მექანიზმის ამოქმედებით. გულიკო ზუმბაძე მიიჩნევს, რომ მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გაიმარჯვებს სამართლიანობა და დემოკრატია. თავად იგი მოტივირებულია ამ მიმართულებით წავიდნენ.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გულიკო ზუმბაძე მიიჩნევს, რომ რაღაცაში საკრებულო სცოდავს, რაღაცაში მერიაა მართალი და ერთობლივი ძალებით შესაძლებელია გამოსწორდეს სიტუაცია. მისი თქმით, არაბუნებრივი იქნება, თუ სერიოზულ ჩიხში შევა ურთიერთობები და დედაქალაქს ჩვეულ რეჟიმში არ ჩასვამენ, ამიტომ, ზუმბაძის აზრით, მნიშვნელოვანია მერიის მიმართ ნდობის ფაქტორის აღდგენა.
ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გულიკო ზუმბაძემ აღნიშნა, ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით დღეს მიღებულ ინფორმაციას და გამოთქმულ შეხედულებებს საკრებულოს უმრავლესობას გააცნობს. იგი არ გამორიცხავს არასამთავრობოებთან ერთად მოხდეს თბილისის ბიუჯეტის პროექტის საკრებულოში განხილვა, სადაც უკვე საკრებულოს წევრები გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას და შენიშვნებს ამ პროექტის მიმართ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1194
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია