დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა
ავტორი:
2014/იანვარი/29 15:30:03
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა "ჩვენი ქვეყნის ნორმალურ, სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა".
"ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის ნორმალურ, სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ბუნებრივია, რაღაცეები მშვიდდება, რაღაცეები წყნარდება, პრობლემების გარეშე გვარდება და ბატონი ბიძინასთვის მოქალაქეობის აღდგენაც ასეთივე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი საზოგადოების დალაგების და ნორმალიზაციისთვის", - განუცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი იყო.
"თავისთავად მთელი საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი იყო, როდესაც ამხელა ღვაწლის მქონე ადამიანს, რომელიც აპირებდა პოლიტიკაში ნაბიჯების გადადგმას, ჩამოართვეს მოქალაქეობა. ეს იყო სილის გაწნა მთელი ქართული საზოგადოებისთვის იმ უგუნური პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების მხრიდან, ვინც შესაბამისი პასუხი მიიღო ქართული საზოგადოებისგან ერთი წლის მერე და შემდეგ კიდევ ერთი წლის მერე", - დასძინა მარგველაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1087
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია