დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მანდატურებსა და განათლების მინისტრს შორის შეხვედრა იმართება
ავტორი:
2014/იანვარი/29 14:00:02
განათლების სამინისტროსთან მანდატურების საპროტესტო აქცია დასრულდა. ისინი განათლების მინისტრთან, თამარ სანიკიძესთან შესახვედრად წავიდნენ.
შეხვედრა მანდატურებსა და განათლების მინისტრს შორის ამ წუთებში ალექსიძის ქუჩაზე, მანდატურის სამსახურის ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს.
თავდაპირველად, საპროტესტო აქციის მონაწილეები უარს აცხადებდნენ მინისტრთან შეხვედრაზე და მინისტრის განათლების სამინისტროსთან მისვლას ითხოვდნენ.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, შეხვედრაზე წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელობამ მოუწოდა ამისკენ.
"ჩვენ დღეს წავალთ დათმობაზე, წავალთ შეხვედრაზე, დავსვამთ ყველა იმ კითხვას რომელიც გვაქვს განათლების მინისტრის მიმართ. თუ ვერ მივიღებთ ჩვენთვის დადებით პასუხებს, ჩვენ საპროტესტო აქციებს გავაგრძელებთ", - აღნიშნავენ მანდატურები.
მანდატურების ინფორმაციით, უახლოეს ხანში მათი სამსახურის გაუქმება იგეგმება, რასაც განათლების სამინისტროში კატეგორიულად უარყოფენ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1066
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია