დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ "ხუდონჰესის" განსახორციელებლად სახელმწიფოს ექსპროპრიაციის შესახებ კანონის გამოყენება არ დასჭირდება
ავტორი:
2014/იანვარი/28 23:00:03
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ "ხუდონჰესის" პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფოს ექსპროპრიაციის შესახებ კანონის გამოყენება არ დასჭირდება.
როგორც კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, სახელმწიფოს კერძო მესაკუთრეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის საჭიროება არ ექნება, რადგან პროექტის განხორციელების მნიშვნელობაში მოსახლეობის დარწუნებას შეძლებს.
ამასთან, კალაძის განცხადებით, მთავრობა ადგილობრივ სვანებს თავდებში უდგება, რომ პროექტის განხორციელებისას თითოეული მათგანის ინტერესი იქნება გათვალისწინებული.
"ყველაზე დიდი პრობლემა ამ პროექტის განხორციელების საკითხში არის ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. კიდევ ერთხელ მივმართავ მათ და ვაძლევ პირობას, რომ მთავრობა იქნება თავდებში ამ პროექტის განხორციელების დროს - ყველა მათგანის ინტერესი იქნება გათვალისწინებული და არავინ დარჩება მოტყუებული", - განაცხადა კალაძემ.
გარდა ამისა, ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ჰესის მშენებლობის დაწყებამდე გარემოზე ზემოქმედების შესახებ დოკუმენტაცია მომზადდება.
"სანამ მშენებლობა დაიწყება, უნდა მოხდეს გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტაციის მომზადება და გარემოს დაცვის სამინისტროსთვის წარდგენა. უწყება იმსჯელებს და ამის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად იქნება მიღებული გადაწყვეტილება, დაიწყოს თუ არა მშენებლობა, თუმცა მინდა ვთქვა, რომ შეთხზულია ის ამბავი, თითქოს ამ პროექტის განხორციელებით გარემოს პრობლემა ექმნება და სვანეთი ჩაიძირება. პირიქით, ამ პროექტის განხორციელება არის სვანეთის გადარჩენა", - აღნიშნა კალაძემ, რომელმაც არც ის გამორიცხა, რომ თუკი პროექტის განხორციელება კერძო ინვესტორს გაუჭირდება და აღნიშნულს ვერ შეძლებს, მას სახელმწიფო აიღებს თავის თავზე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1142
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია