დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რუმინეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ოლიმპიადის დროს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არ ჩავიდნენ
ავტორი:
2014/იანვარი/28 14:30:03
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმ თანამოქალაქეთათვის, ვინც ზამთრის ოლიმპიადაზე დასასწრებად სოჭში გამგზავრებას გეგმავს, სპეციალური გზამკვლევი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გზამკვლევში, სადაც მოქალაქეთა უსაფრთხოებისათის აუცილებელი ინფორმაციაა მოცემული, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუმინეთის მოქალქეებს, სოჭის ოლიმპიადიაზე დასწრების დროს, თავი შეიკავონ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონახულებისაგან.
რუმინეთის ხელისუფლება აფრთხილეს მოქალაქეებს საქართველო-რუსეთის საზღვართან სიახლოვეს ვიზიტისას არ შეიტანონ თავიანთ სამოგზაურო გეგმებში სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და ოსეთის მონახულება ქართული მხარის გაფრთხილების გარეშე და გაითვალისწინონ პიროვნული უსაფრთხოების საკითხები ამ რეგიონებში. გზამკვლევის თანახმად, ზემოთხსენებულ რეგიონებში ქართული მხარის გაფრთხილების გარეშე რუსეთის მხრიდან შესვლა აკრძალულია და აღიქმება როგორც დანაშაული, რომელიც სამართლით ისჯება.
გზამკვლევი ხელმისაწვდომია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე, მოგზაურთა გზამკვლევების სექციაში.
რუმინეთის საგარეო უწყება მოქალაქეებს ასევე ურჩევს პერიოდულად შეამოწმონ საგარეო სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი www.mae.ro განახლებული ინფორმაციის სანახავად.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1206
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია