დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
EBRD - საქართველო არის ნომერ პირველი რეფორმატორი
ავტორი:
2014/იანვარი/28 12:30:03
EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძლობის სურვილი ბევრმა ქვეყნამ გამოთქვა, თუმცა საქართველო რამდენიმე მიზეზის გამო შევარჩიეთ, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, EBRD-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩაეტარებინა ყოველწლიური შეხვედრა კავკასიაში და ამ შემთხვევაში საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელმაც შეძლო შესაბამისი პირობების შეთავაზება.
`გარდა ამისა, ეს არის გზა იმისა, რომ ვაღიაროთ საქართველოს მიღწევები. საქართველო არის ნომერ პირველი რეფორმატორი და დემოკრატიული ქვეყანა, რომელმაც მშვიდობიანი გზით შეცვალა ხელისუფლება. ამავე დროს ეს არის სერიოზული ვალდებულება, რომელიც აიღო საქართველომ და აჩვენებს მის მზაობას ურთიერთობების შემდგომი ეტაპისთვის. ეს იქნება კარგი შესაძლებლობა საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის", - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.
მისი ინფორმაციით, 2015 წელს EBRD-ის შეხვედრა ლონდონში უნდა გამართულიყო, თუმცა დიდი ბრიტანეთი მასპინძლობისთვის მზად არ აღმოჩნდა.
2015 წლის 14-15 მაისს, თბილისი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1186
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია