დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტის დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეობს
ავტორი:
2014/იანვარი/27 22:00:03
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეობს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სესიამ მუშაობა დღეს, ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებით დაიწყო. კენჭისყრის შედეგად, პირველივე ტურში, 165 ხმით, 125 - ის წინააღმდეგ ALDE-ს - ევროპის ლიბერალ-დემოკრატების ალიანსის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ, ან ბრასორმა გაიმარჯვა. სესიაზე ასამბლეის თავმჯდომარედ, ან ბრასორთან ერთად კენჭი რობერტ ვოლტერის კანდიდატურასაც უყარეს (დიდი ბრიტანეთი EDGჯგუფი).
დღესვე, სესიაზე პოლიტიკური ჯგუფებისა და კომიტეტების თავმჯდომარეებისა და თანათავმჯდომარეების არჩევნებიც გაიმართა.
სოციალისტების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტად, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წარმომადგენელი, თედო ჯაფარიძე, ხოლო ლიბერალების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტად თინა ხიდაშელი აირჩიეს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ხუთშაბათს, სესიაზე, საგანგებო დებატები გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება ასამბლეის ბიურომ დღეს მიიღო.
სტრასბურგში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი 31 იანვრამდე გაგრძელდება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1258
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია