დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რასმუსენი - ნატო კვლავ რჩება სტაბილურობის აუცილებელ წყაროდ
ავტორი:
2014/იანვარი/27 18:30:03
არაპროგნოზირებად სამყაროში ნატო კვლავ რჩება სტაბილურობის აუცილებელ წყაროდ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი.
ნატო-ს გენერალური მდვნის ყოველწლიურ ანგარიშში 2013 წელს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საქმიანობაზეა საუბარი და მასში საქართველოც მოხვდა.
როგორც რასმუსენის ანგარიშშია აღნიშნული, გასულ წელს ნატო-მ განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობები შეინარჩუნა ოთხ პარტნიორ ქვეყანასთან, რომლებიც ნატო-სკენ მიისწრაფვიან – საქართველოსთან, ბოსნია და ჰერცოგოვინასთან, მონტენეგროსთან და მაკედონიასთან.
"2013 წელს პროგრესი იქნა მიღწეული რეფორმების შესრულებაში, რომელიც აუცილებელია ალიანსის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. თუმცა, ალიანსის წევრობისთვის ამ ქვეყნებს წინსვლა შემდგომშიც ესაჭიროებათ. კონკრეტული სამუშაოების სფეროები საქართველოსთვის მოიცავს წინსვლის გაგრძელებას სამოქალაქო და სამხედრო რეფორმების მიმართულებით, როგორც ეს ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაშია მითითებული", - ნათქვამია ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1148
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია