დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჯემალ პაქსაძე - ჩვენი ძირითადი ინტერესია, ჩვენმა წინამძღვრებმა ქართული წყაროდან აიღონ ხელფასი
ავტორი:
2014/იანვარი/27 16:30:03
მთავრობის გადაწყვეტილებით ძალიან გახარებულები ვართ, რადგან ჩვენი წინამძღვრები ქართული წყაროდან აიღებენ ხელფასს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სრულიად საქართველოს მუფტმა ჯემალ პაქსაძემ მთავრობის გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა.
პაქსაძის თქმით, წინამძღვრებს ეკონომიკურად დახმარება ფაქტობრივად არ ჰქონდათ.
"მიველსამები მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებას. არაერთი ხელისუფლებისთვის მიგვიმართავს თხოვნით, რომ გვქონოდა სახელმწიფო დაფინანსების წყარო. ჩვენი ძირითადი ინტერესი ამ დაფინანსებიდან არის ის, რომ ქართული წყაროდან აიღონ ჩვენმა წინამძღვრებმა ხელფასი, რადგან ყველა ამ ქვეყნის შვილი ვართ", - აღნიშნა მუფტმა.
მისივე თქმით, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილის კვალი გააგრძელა.
"ჩვენ შეხვედრა გვქონდა სამი თვის წინ ბიძინა ივანიშვილთან რეზიდენციაში. 10-პუნქტიანი გეგმა შევთავაზეთ და ივანიშვილი დაგვპირდა, რომ ეტაპობრივად მოგვარდებოდა ეს საკითხები. მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ გააგრძელა ბატონი ბიძინას კვალი. მადლობა ხელისუფლებას და იმედია, რომ ჩვენი ლოცვა ვედრებით საქართველო კვლავ გამთლიანდება", - აღნიშნა პაქსაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1158
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია