დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ზალკალიანი - პორტუგალიაში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების თემით სპეკულაცია ხდებოდა
ავტორი:
2014/იანვარი/27 13:00:03
პორტუგალიაში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების თემით სპეკულაცია ხდებოდა, - ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, პორტუგალიაში საქართველოს საელჩოში 8 იანვარს შევიდა.
"საელჩომ და საკონსულომ მყისიერად დაიწყო მუშაობა, რომ დაგვედგინა რა პირობებში მოხდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალება. ჩვენი ინფორმაციით, ეს მოხდა აეროპორტის წინასწარი დაკავების ოთახში. ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობას და სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქის გადარჩენა ვერ მოხერხდა. საელჩო ჩართულია მისი გადმოსვენების პროცესში.
სამწუხაროდ, ამ თემით ხდებოდა სპეკულაცია და არასწორი ინფორმაციის გავრცელება. იმ პიროვნებამ, რომლის მხრიდანაც მოხდა ამ საქმის გამო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ჩემი ინფორმაციით, გუშინ ბოდიში მოიხადა და ეს პრობლემა ამოწურულია", - განაცხადა ზალკალიანმა.
ლისაბონში საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით ინფორმაცია "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელმა პორტუგალიაში, ირაკლი ბარამიძემ გაავრცელა.
"სანამ მე არ განვაცხადე ქართულ პრესაში, რომ მოქალაქე იყო ჩამომხრჩვალი ნაპოვნი, მანამდე საელჩომ არანაირი რეაგირება არ განახორციელა. მცირე ჩარევაც კი არ მომხდარა საელჩოს მხრიდან", - აღნიშნა ირაკლი ბარამიძემ.
პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ირაკლი ბარამიძე სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს ელჩის ღირსების შელახვას და ჩრდილს აყენებს საელჩოს საქმიანობას.
"მისი მხრიდან ელჩის დისკრედიტაციის მცდელობებმა მიზანმიმართული კამპანიის სახე მიიღო", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1153
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია