დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილმა შვეიცარიაში ვიზიტი დაასრულა
ავტორი:
2014/იანვარი/25 19:30:03
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვეიცარიაში ვიზიტი, სადაც მონაწილეობა მიიღო რიგით 44-ე დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, დაასრულა. პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა სესიებზე - "ევრაზია - შემდეგი ზღვარი" და "სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია: გზა გლობალური ეკონომიკისკენ", სადაც მან ენერგოსექტორის უპირატესობებზე, ეკონომიკური ზრდის პოტენციალსა და რეგიონთაშორისი ინტეგრაციის გამოწვევებზე ისაუბრა.
ამასთან, მანვე მონაწილეობა მიიღო "მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში", სადაც განისაზღვრა მომავალი წლის ეკონომიკური პრიორიტეტები.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე ქვეყნის პირველ პირთან პირისპირ შეხვედრა გამართა, მათ შორის: ესტონეთისა და შვეიცარიის კონფედერაციისა პრეზიდენტებთან, ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, საუდის არაბეთის პრინცთან. პრინც ტურკი ალ ფაიზალთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საუდის არაბეთი მზადაა საქართველოში ინვესტიციები განახორციელოს.
ასევე ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ ბილდტს, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას ხელს აგვისტოს თვემდე მოაწერს.
გარდა ამისა, ოფიციალური ინფორმაციით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგა შეხვედრები მსოფლიოში წამყვანი კომპანიების LAZARD, TATA SONS LTD, EMAAR PROPERTIES, JUMEIRAH GROUP, BLACKSTONE GROUP, LAFARGE, AGILITY LOGISTICS, AGCO, ROYAL PHIPIPS, MOLLER MAERSK-ის წარმომადგენლებთან. კომპანიის ხელმძღვანელები საქართველოში არსებული ბიზნესგარემოთი დაინტერესდნენ.
"მათ ინვესტიციების განხორციელების სურვილი გამოხატეს ქართულ ენერგოსექტორში, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროში", - აცხადებენ პრემიერის ადმინისტრაციაში.
მათივე ცნობით, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართა მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელებთან.
როგორც EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბატმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მიიღეს გადაწყვეტილება 2015 წელს თბილისში EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა ჩატარდების შესახებ.
"ეს იქნება პირველი დიდი მასშტაბის შეხვედრა კავკასიაში, რომელიც შესაძლებლობას მისცემს საქართველოს ინვესტიციათა ახალი ნაკადის მოსაზიდად. ამას გარდა EBRD-ი გეგმავს ახალი ინვესტიციები ჩადოს ქართულ ენერგოსექტორში", - განმარტავენ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი წამყვანი უცხოური მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა. ირაკლი ღარიბაშვილის პირდაპირ ეთერში ჩართვა განახორციელა ტელეკომპანია CNBC -მა. ასევე პრემიერმა ინტერვიუ მისცა სააგენტო BLOOMBERG-ს.
პრემიერ-მინისტრთან ერთად საქართველოს დელეგაციაში იმყოფებოდნენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, ასევე "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1010
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია