დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნილს მუჟნიეკსი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ მოხსენებას მოამზადებს
ავტორი:
2014/იანვარი/25 18:00:03
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ნილს მუჟნიეკსი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ მოხსენებას მოამზადებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ნილს მუჟნიეკსთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, მოხსენება დაახლოებით 2-3 თვეში გახდება საჯარო.
რაც შეეხება შეხვედრაზე განხილულ საკითხებს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც მათ ისაუბრეს მართლმსაჯულება იყო.
"ერთადერთი თემა ამ მიმართულებით, რომელიც ევროპელ სტუმრებს ჰქონდათ იყო ის, რომ ხომ არ ვაჭარბებთ ქართველი პოლიტიკოსები ჩვენი კომენტარებით იმ სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც ეხება ყოფილ მაღალჩინოსნებს და საჯარო მოხელეებს და ამ ნაწილში გავიზიარე მისი შეშფოთება", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1197
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია