დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდში დარჩენილი ხუთი ვაკანსიის შესავსებად ახალი კონკურსი გამოცხადდება
ავტორი:
2014/იანვარი/24 17:30:03
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში დარჩენილი ხუთი ვაკანტური ადგილის შესავსებად, უახლოეს მომავალში პარლამენტის თავმჯდომარე ხელახალ კონკურსს გამოაცხადებს. ამ თემაზე განცხადება დავით უსუფაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის დასრულებისას გააკეთა.
როგორც ცნობილია, პარლამენტის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად, "საზოგადოებრი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს ცხრა ვაკანტური თანამდებობიდან მხოლოდ ოთხი ადგილი შეივსო. პარლამენტისგან საკმარისი მხარდაჭერა მარინა მუსხელიშვილმა, ქეთევან მსხილაძემ, ნათელა სახოკიამ და ლელა გაფრინდაშვილმა მიიღეს.
"არჩევის მეორე ტური, რომელიც გუშინ კენჭისყრით დასრულდა, გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში ბოლო ეტაპი იყო. შესაბამისად, ამოქმედდება "მაუწყებლობის შესახებ" კანონის ის პუნქტი, რომელიც იმაზე საუბრობს, რომ თუ გამოცხადებული კონკურსის შედეგად ყველა ვაკანტური თანამდებობის დაკავება ვერ მოხერხდა, მაშინ კონკურსი ხელახლა ცხადდება. შესაბამისად, უახლოეს ხანებში ხელახლა გამოცხადდება კონკურსი, რათა ჩვენ "საზოგადოებრივ მაუწყებლის" საბჭოში დანარჩენი ხუთი წევრიც გამოვავლინოთ. ამასთან, შეგახსენებთ, რომ თავის დროზე პარლამენტმა მიიღო ამ პროცესის დაჩქარების გადაწყვეტილება და სწორედ ამ დაჩქარების შედეგად ჩატარდა კონკურსი უფრო ადრე, ვიდრე ეს თავიდან, კანონით იყო დაგეგმილი", - განაცხადა პარლამენტის სხდომაზე დავით უსუფაშვილმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ მეორე კონკურსის შედეგად პარლამენტი სათანადო გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1086
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია