დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ფილიპ დიმიტროვი - მოვა ხალხი, რომელიც შეეცდება გაცდუნოთ და ჩვენი საერთო ოჯახიდან გადაგიბირონ
ავტორი:
2014/იანვარი/23 19:30:03
მოვა ხალხი, რომელიც შეეცდება გაცდუნოთ და გადაგიბირონ ჩვენი საერთო ოჯახიდან - არ მოატყუებინოთ თავი, -ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა დღეს სოფელ ღოღეთის მოსახლეობასთან საუბრისას განაცხადა. ღოღეთის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ტრისტან შათირიშვილმა დიმიტროვს მიმართა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის დახმარება აუცილებელია.
"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, ქართველები ამაყი ხალხი ვართ. ბევრ ჭირ-ვარამს გავუძელით, უფრო გვეამაყებოდა ალბათ ჩვენ რომ მყარად ვმდგარიყავით ფეხზე და ჩვენ თვითონ შეგვეძლებოდა ყველაფრის გადატანა. რამდენიც არ უნდა გავაკეთოთ, გინდ ხალხმა, გინდ სახელმწიფომ, ისეთ დიდ მეზობელთან, როგორიც რუსეთია, ვერაფერს გავხდებით. ჩვენ უნდა გვქონდეს ევროპელი ხალხის თანადგომა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვითხოვთ. თქვენი დახმარებაა საჭირო, რომ დროზე ჩავდგეთ ევროპის რიგებში, თორემ უკვე 20 წელია ამ დღეში ვართ", - აღნიშნა შათირიშვილმა ელჩთან საუბრისას.
დიმიტროვის თქმით კი, თუ ქართველები შეძლებენ ევროკავშირის გზაზე არსებული გამოწვევების გადალახვას, შედეგები კარგი იქნება.
"ვიცი, რომ ქართველები ამაყი ერია და ეს არის ერთ-ერთი რამ, რასაც ნამდვილად ვაფასებთ. თქვენ ბევრი პრობლემა გადაიტანეთ და არ უნდა დაგავიწყდეთ და არ უნდა დანებდეთ. სიამაყესთან არ არის დაკავშირებული, რომ მიიღოთ იმ ხალხის დახმარება, რომელთაც უყვარხართ. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ვცდილობთ დავეხმაროთ ჩვენი ოჯახის წევრს. მე ისეთი ქვეყნიდან მოვდივარ, რომელიც ევროკავშირის წევრი სულ ბოლოს გახდა და ვიცი როგორი ძნელია გზა. მაგრამ მოვლენები ერთბაშად არ ხდება ხოლმე. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოგცეთ შანსი იყოთ წევრი. მაგრამ ეს თქვენზეც იქნება დამოკიდებული, იმიტომ, რომ მოვა ხალხი, რომელიც შეეცდება გაცდუნოთ და გადაგიბიროთ სხვა გზაზე, გადაგიბირონ ჩვენი საერთო ოჯახიდან. არ მოატყუებინოთ თავი, არ აცდუნებინოთ თავი თბილი სიტყვებით, რომ ყველაფერი იქნება კარგად, ისე, როგორც ოდესღაც წარსულში იყო. თუ გაუძელით ამ ცდუნებებს, დარწმუნებული ვარ, შედეგები კარგი იქნება. მაგრამ ვინაიდან ახლა არის კონკრეტული პრობლემები და საჭიროებები, შევეცადოთ ეს პრობლემები გადავჭრათ, იმიტომ, რომ მეგობრები სწორედ ასე იქცევიან",-განაცხადა დიმიტროვმა.
ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი სიმონე ვოლკენი სოფელ ღოღეთში დღეს იმყოფებოდნენ. გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლის მაცხოვრებლებს მათ ჰუმანიტარული დახმარება ჩაუტანეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 901
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია