დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აჭარის მთავრობა სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ბინებს სხვა რეგიონებში სთავაზობს
ავტორი:
2014/იანვარი/23 19:00:03
აჭარის მთავრობა სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ბინებს სხვა რეგიონებში სთავაზობს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლილთა სამინისტრომ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის კახეთში, სამეგრელოსა და იმერეთში 33 საცხოვრებელი სახლი შეიძინა.
სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, რომელებსაც აღნიშნულ რეგიონებში განსახლების სურვილი აქვთ, 20 თებერვლის ჩათვლით, განცხადებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელს უნდა მომართონ.
საცხოვრებელ სახლებთან ერთად სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სარგებლობაში 2 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და დამხმარე ნაგებობები გადაეცემათ. ოჯახების შერჩევა განხორციელდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლილთა მინისტრის #779 ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ, შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1144
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია