დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ნარმანია რეგიონულ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს ხვდება
ავტორი:
2014/იანვარი/23 15:00:03
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ამ წუთებში სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" რეგიონულ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს ხვდება.
როგორც ნარმანიამ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ადგილობრივ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს 2013 წელს განხორციელებულ პროექტებს და 2014 წლის გეგმებს გააცნობს.
"რეგიონულ მედიასთან ჩვენი შეხვედრა მიზნად ისახავს იმას, რომ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა გავაკეთეთ გასული წლის განმავლობაში და რა გვაქვს დაგეგმილი 2014 წელს. ძალიან მნიშვნელოვანია ანგარიშის ჩაბარება ერთი მხრივ, ღიაობისა და გამჭვირვალობის კუთხით, მეორე მხრივ, მოსახლეობის ინფორმირებულობის", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1044
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია