დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ოპოზიცია პარლამენტს უკრაინის მოვლენებზე განცხადების შემუშავებას სთავაზობს
ავტორი:
2014/იანვარი/23 13:30:03
საპარლამენტო ოპოზიცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტს ერთობლივი განცხადების შემუშავებას სთავაზობს.
როგორც პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, უმრავლესობამ და უმცირესობამ კონსულტაციების შედეგად უკრაინის მოვლენებზე განცხადება გააკეთონ.
"გთავაზობთ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად გაგვემართა კონსულტაციები, რომ საქართველოს პარლამენტმა ამ მოვლენებზე ერთობლივი განცხადების პროექტი შეიმუშაოს. იქნებ მივიღოთ ერთობლივი გადაწყვეტილება, ვიდრე თვითმმართველობის კოდექსის განხილვა მიმდინარეობს, შეიკრიბოს სამუშაო ჯგუფი და ერთობლივი განცხადების პროექტის შემუშავების შესაძლებლობაზე ვიმსჯელოთ, ვფიქრობ, ადეკვატური იქნება საქართველოს პარლამენტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ერთობლივი განცხადებით უპასუხოს", - განაცხადა ბეჟაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ "ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზება არ მიიღო. როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, მისთვის გაუგებარია, რა მოითხოვს დაზუსტებას, ვინაიდან პარლამენტის მხრიდან ამ თემაზე განცხადებები უკვე გაკეთდა.
შესაბამისად, დავით უსუფაშვილმა პლენარული სხდომის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. დეპუტატები თვითმმართველობის კოდექსს განიხილავენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1173
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია