დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი – თურქეთში მდებარე ქართული ძეგლების რესტავრაცია-კონსერვაციაში ქართული მხარე აქტიურად მონაწილეობს
ავტორი:
2014/იანვარი/22 15:30:04
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ძეგლების რესტავრაცია-კონსერვაციის პროცესში ქართული მხარე აქტიურად მონაწილეობს.
პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მადლობა გადაუხადა საქართველოს ელჩს თურქეთში, ირაკლი კოპლატაძეს და აღნიშნა, რომ შესაბამის პროცესში ისიც აქტიურად არის ჩართული. ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მარტო გასული წლის განმავლობაში ქართველ ექსპერტთა დელეგაციის 5 ვიზიტი შედგა თურქეთში.
"მინდა გითხრათ, რომ თურქეთში ვიზიტისას შევხდი იმ დაბებისა და სოფლების ადგილობრივ მოსახლეობას, გავესაუბრე მათ ძეგლების მნიშვნელობაზე და მადლობა გადავუხადე რომ უვლიან მათ რამდენადაც შეუძლიათ და პატივს სცემენ ამ ძეგლებს", -აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1200
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია