დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პაატა ზაქრეიშვილი - ფსოუზე ე.წ სასაზღვრო ზოლის გაზრდა ოკუპაციის გაგრძელებას წარმოადგენს
ავტორი:
2014/იანვარი/21 16:30:02
ფსოუზე ე.წ სასაზღვრო ზოლის გაზარდა ყოვლად მიუღებელია და ოკუპაციის გაგრძელებას წარმოადგენს, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, ზოლის გაზრდის თარიღად მითითებულია 21 მარტი და იგულისხმება ოლიმპიადის უსაფრთხოება.
"აქედან გამომდინარე, მგონია, სჯობს ჩვენ ამას დავაკვირდეთ, რამდენად შესრულდება ეს საკითხი, ვინაიდან სოჭის ოლიმპიადას ეხება. როგორც კი დადგება 21 მარტი, ბუნებრივია, ჩვენ ამ თემას ელახლა დავუბრუნდებით", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ჟურნალისტების კითხვას, ელოდება თუ არა რუსეთისგან აგრესიულ ქმედებებს სოჭის ოლიმპიადის შემდეგ, სახელმწიფო მინისტრმა უპასუხა, რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა ამ მიმართულებით შესაბამისი უწყებები მუშაობენ.
"ჩვენ ვიმოქმედებთ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ვიდრე ამას აკეთებდა წინა ხელისუფლება. არ ავყვებით ემოციებს, ვიქნებით პრაგმატულები, კარგად განვსაზღვრავთ, ვინ გვყავს მეტოქე. არ ვაპირებთ ვინმეს თვალებში ჩავხედოთ და პატიოსნება დავინახოთ იქ, სადაც ეს არ არსებობს, არც მეგობრებს ვეძებთ ასეთი მეთოდებით.
ჩვენ ვხედავთ რეალურ ძალას და ამ რეალურ ძალას დავუპირისპირებთ რეალურ ძალას. საქართველოს სახელმწუიფო შესაძლოა ზომით პატარაა, მაგრამ თავისი როლითა და გავლენით რეგიონსა და მსოფლიოში არანაკლებ ძლიერია", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1004
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია