დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საკრებულოს უმრავლესობა თბილისის მთავრობას უნდობლობას უცხადებს
ავტორი:
2014/იანვარი/21 12:00:04
საკრებულოს უმრავლესობა თბილისის მთავრობას უნდობლობას უცხადებს და მის გადადგომას მოითხოვს. როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა, მათი ეს მოთხოვნა გამოწვეულია იმ საბოტაჟის გამო, რომელიც გუშინ მოხდა და თბილისის მერიის პოლიტიკის გამო.
"თბილისის მერიას და თბილისის მთავრობას ჰქონდა დაგეგმილი პროვოკაციების სერია. საბოტაჟის მიზნით გუშინ მიმართეს მათ საბოტაჟს და ჩააქრეს ანძა სრულიად უსაფუძვლოდ. შემდეგ ჩვენი ძალისხმევით ჩაირთო ეს ანძა და გამოჩნდა, რომ მისი ჩაქრობა არანაირ ფინანსებთან და ბიუჯეტთან არ იყო კავშირში. შესაბამისად, თბილისის მერიის მთავრობა მიმართავს საბოტაჟს. თბილისის მერიის და თბილისის მთავრობის პოლიტიკის გამო მოვითხოვთ მთავრობის გადადგომას. ვუცხადებთ მას უნდობლობას", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მისივე თქმით, ახალი მთავრობის დანიშვნა საკრებულოსთან შეთანხმებით უნდა მოხდეს.
უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, კოკი იონათამიშვილის განცხადებით კი, თბილისის მერიის ქმედებებიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ დღეს ან მომდევნო დღეებში მეტროს მუშაობას ან იგივე დასუფთავების სამსახურის მუშაობასაც შეექმნას საქმე. კოკი იონათამიშვილი ვარაუდობს, რომ თუ ეს მოხდება, ესეც საბოტაჟის მაგალითი იქნება.
ამასთან, როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, ეს არის საკრებულოს პოზიცია თბილისის მერიასთან დაკავშირებით, ხოლო საკრებულოს სამართლებრივად თბილისის მთავრობის გადაყენების უფლება არ აქვს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1131
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია