დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქაერონავიგაციის ინფორმაციით, ნავიგაციისთვის განკუთვნილი შუქურა გათიშულია
ავტორი:
2014/იანვარი/20 23:00:03
საქაერონავიგაციის ინფორმაციით, ნავიგაციისთვის განკუთვნილი შუქურა გათიშულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქაერონავიგაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ირმა ხითარიშვილმა განუცხადა, ნავიგაციისთვის განკუთვნილი შუქურა, რომელიც ანძის წვერზეა განთავსებული, გარეგანათებასთან ერთად გაითიშა.
მისივე ინფორმაციით, შუქურის გათიშვა უსაფრთხო ფრენის განხორციელებისთვის საფრთხის შემცველია, რადგან სანავიგაციო ნათურა არ ციმციმებს.
ირმა ხითარიშვილის განმარტებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ავიამეთვალყურეები უსაფრთხო ფრენების განხორციელების მიზნით, ფრენის სიმაღლეს არეგულირებენ. იმ შემთხვევაში, თუ ვითარება არ გამოსწორდება, საქაერონავიგაცია ხვალ მკაფიო პოზიციის გამოხატვას გეგმავს.
თბილისის ტელეანძაზე დღეს განათება გაითიშა. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის მერიამ მიიღო. როგორც დედაქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ განაცხადა, ტელეანძაზე განათება მას შემდეგ აღდგება, რაც საკრებულო ბიუჯეტს მიიღებს და მასში შესაბამისი თანხები გათვალისწინებული იქნება.
ამასთან, თბილისის მერია ირწმუნება, რომ ნავიგაციისთვის განკუთვნილი შუქურა არ გამორთულა.
საქართველოს მთავრობამ კი თბილისის მერიის მიერ სატელევიზიო ანძის განათების გათიშვასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გაავრცელა და მერიის გადაწყვეტილება შანტაჟად და საბოტაჟად შეაფასა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1203
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია