დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკონომიკის მინისტრი ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლებით კმაყოფილია
ავტორი:
2014/იანვარი/20 22:00:03
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 2013 წელს საქართველოში არსებული `დაძაბული პოლიტიკური ვითარების" გათვალისწინებით ეკონომიკური მაჩვენებლებით კმაყოფილია.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ეკონომიკური საბჭოს სხდომის შემდეგ განუცხადა, მეოთხე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაღალი ზრდა დაფიქსირდა. კერძოდ, მინისტრის მონაცემებით, დეკემბერში ზრდა იყო 8,5%, ნოემბერში 8,1%, ხოლო მესამე კვარტლის ჯამური ზრდა 6,8% იყო.
"წლიურ მაჩვენებელში ეს გვაძლევს 3,1%-ს. ამ ციფრში გასათვალისწინებელია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაჩვენებელი. წინასწარი მონაცემებით, დაფიქსირდება დაახლოებით 12%, რაც პროგნოზირებულ ციფრთან შედარებით მაღალია. მთლიანობაში სავარაუდოდ წლიური ეკონომიკური ზრდა 3,5-3,6% იქნება. გასული წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, როგორც წესი, შემოდგომაზე ქვეყნდება", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება ინვესტიციებს, მინისტრის ინფორმაციით, სამი კვარტლის მონაცემებით ინვესტიციებმა 697 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდს 4%-მდე აღემატება.
`თუ გავითვალისწინებთ იმ პოლიტიკურ დაძაბულობას, რაც წლის განმავლობაში გვქონდა, საკმაოდ კარგი მაჩვენებლებია, თუმცა მომავალ წელს უფრო გაუმჯობესებულ მაჩვენებლებს ველოდებით. მთავრობას დაგეგმილი აქვს 5%-იანი ზრდა. ძალიან სასიამოვნოა, რომ მსოფლიო ბანკი ზრდის უფრო მაღალ მაჩვენებელს გეგმავს და თუ გამართლდება, ძალიან გაგვიხარდება. ჩვენი ბიუჯეტი დაგეგმილია 5%-იან რეალურ ზრდაზე", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1151
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია