დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დიმიტრი ლორთქიფანიძე - საფრანგეთმა, საქართველოს მოქალაქეებს C ჰეპატიტზე უფასო მკურნალობა შეუჩერა
ავტორი:
2014/იანვარი/20 16:30:02
საფრანგეთმა, საქართველოს მოქალაქეებს C ჰეპატიტზე უფასო მკურნალობა შეუჩერა, - ამის შესახებ დღეს ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე უფლებადამცველმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ და საფრანგეთი-საქართველოს თანამეგობრობის ასამბლეის აღმასრულებელმა დირექტორმა ნუგზარ სულაშვილმა განაცხადეს.
ნუგზარ სულაშვილის თქმით, საფრანგეთმა ეს გადაწყვეტილება 2013 წლის 6 აგვისტოს, მას შემდეგ მიიღო რაც საფრანგეთის საელჩოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ საქართველომ დაიწყო ც ჰეპატიტზე უფასო მკურნალობის პროგრამა.
მისი თქმით, პირადად მისთვის ზუსტად უცნობია ვინ მიაწოდა საფრანგეთის საელჩოს ეს ინფორმაცია, თუმცა ფრანგული მხარე ინფორმაციის წყაროდ საქართველოს ხელისუფლებას ასახელბს.
ნუგზარ სულაშვილის განმარტებით, საფრანგეთის საელჩოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში განმარტებული არ იყო, რომ ც ჰეპატიტზე მკურნალობა მხოლოდ პენიტენციურ სისტემაში მყოფ პატიმრებისათვის იქნებოდა უფასო.
როგორც ნუგზარ სულაშვილმა აღნიშნა, საფრანგეთში ამჟამად ც ჰეპატიტით მკურნალობისთვის დაახლოებით 4 000-5 000 ქართველი იმყოფება, რომლებიც ამჟამად დეპორტს ექვემდებარებიან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1235
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია