დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საპარლამენტო უმრავლესობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებზე შეთანხმდა
ავტორი:
2014/იანვარი/18 16:00:03
საპარლამენტო უმრავლესობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის იმ კანდიდატებზე, რომლის წარდგენის კვოტაც მმართველ გუნდს აქვს, ჩამოყალიბებულია. ამის შესახებ პრემიერსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთ საკითხს სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საკითხი წარმოადგენდა.
"საუბარი იყო იმ აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც მომავალ კვირას რიგგარეშე სხდომაზე განიხილება. ეს არის თვითმმართველობის რეფორმა, საარჩევნო კოდექსი და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო. უმრავლესობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატებთან დაკავშირებით ერთიან პოზიციაზე ჩამოყალიბებულია და ჩვენს გადაწყვეტილებას კენჭისყრის სახით ნახავთ", - აღნიშნა ქუცნაშვილმა.
რაც შეეხება პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, ის მომავალ კვირას გაიმართება. შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე რიგგარეშე სხდომის მოწვევის წინადადებით პრეზიდენტს მიმართავს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1165
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია