დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ფილიპ დიმიტროვი - ბუნებრივია, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროპულ ინტეგრაციას
ავტორი:
2014/იანვარი/17 13:00:18
ბუნებრივია, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროპულ ინტეგრაციას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა , ფილიპ დიმიტროვმა სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის", "საქართველოს ეროვნული პლატფორმის" მე-5 საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ნორმალურია, რომ ყველა ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სხვა ინტერესები და მიდგომები აქვთ.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ყველა უნდა შევეგუოთ ფაქტს, რომ ციდან, მზამზარეულის სახით არაფერი ვარდება და ყოველივეს თან ახლავს მოთხოვნები, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს.
ელჩის განცხადებით, საქართველო დიდ სარგებელს მიიღებს, თუ ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად გაივლის.
ამასთან, ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, გარკვეულწილად, იყო საუბრები, რომ კოჰაბიტაცია საფრთხეების მატარებელი იყო და ის წარმოდგენილი იყო თითქოს დიდი დრაკონი.
მისივე მოსაზრებით, ყოველივე ამან კარგი სამსახური გაუწია საქართველოს, შეიქმნა ახალი კონსტიტუციური სტრუქტურა და საქართველომ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელშიც ახლა ცხოვრობს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1225
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია