დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა
ავტორი:
2014/იანვარი/16 17:30:03
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს და კომისიის მდივან ტომას მარკერტს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრისას, მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განიხილეს.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი საქართველოში საკონსტიტუციო კომისიის მუშაობით დაინტერესდა. ჯანი ბუკიკიომ აღნიშნა, რომ ახალი კონსტიტუცია, რომელიც ძალაში პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევიდა, ხელს შეუწყობს სახელმწიფოში ძალთა ბალანსისა და დემოკრატიის განვითარების უზრუნველყოფას.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დავით პატარაია, პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ივანე მაჭავარიანი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში, კონსტანტინე კორკელია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1118
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია