დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე "ქართუს" და "არქიმედეს" ბენეფიციართა საკითხი განიხილება
ავტორი:
2014/იანვარი/16 15:30:02
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიცირებული რამდენიმე საკითხი გადის.
როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა დავით სარგეენკომ განუცხადა, ერთ-ერთი საკითხია რაიონული სასწრაფოების და სოფლის ექიმების მართვის გადმოსვლა სახელმწიფოს გამგებლობაში.
მეორე საკითხია ორი სადაზღვევო კომპანიის - "ქართუს" და "არქიმედეს" ბენეფიციარების ანაზღაურების მეთოდოლოგიის შესახებ დადგენილება, რომ მათზეც გავრცელდეს იგივე პრივილეგიები, რაც საყოველთაო ჯანდაცვაში და შესაბამის მიზნობრივ სადაზღვევო პროგრამებშია.
სერგეენკოს განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე გადის საკითხი, რომელიც ახალი იურიდიული პირის - "სასწრაფო დახმარების მართვის" ბიუჯეტის დამტკიცებას ეხება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1175
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია