დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელი განცხადებით ვანო მერაბიშვილის განაჩენი გამოაცხადა
ავტორი:
2014/იანვარი/16 15:00:03
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელი განცხადებით ვანო მერაბიშვილის განაჩენი გამოაცხადა, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ მერაბიშვილი კარგად ზის და კარგად იჯდება.
"ვანო მერაბიშვილთან ერთად ბრალი ერთ საქმეზე მაქვს წაყენებული. მინდა საზოგადოებას ვკითხო, რა განცდა უნდა მქონდეს, ან უნდა მქონდეს თუ არა იმედი იმისა, რომ ამ ქვეყანაში უდანაშაულობის პრეზუმფცია არსებობს. ვკითხულობ, რა განაჩენს უნდა ველოდო ამ განცხადების შემდეგ ქუთაისის სასამართლოში. პასუხი მარტივია _ ამ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა გრძელდება", - განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე დღეს განაცხადა, რომ "არავის სჭირდება მერაბიშვილის გატაცება, ის ძალიან კარგად ზის და კარგად იჯდება".
საკნიდან გატაცებასთან დაკავშირებით მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას პრემიერმა პროვოკაცია და ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი, კარგად ორგანიზებული ბინძური კამპანია უწოდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1201
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია