დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი - როდესაც პროკურორი ერთობა ფოტოშოპებით, ეს კატასტროფაა
ავტორი:
2014/იანვარი/16 14:00:03
როდესაც სახელმწიფო უწყებაში ადამიანი სამსახურში მთელი დღე ერთობა, ამას ჰქვია პარაზიტობა სახელმწიფოს ხარჯზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრემიერი პროკურატურიდან 30 თანამშრომლის დათხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიზეზებზე უმჯობესია მედიამ პროკურატურას მიმართოს.
ღარიბაშვილის განცხადებით, მან ის იცის, რომ იქ სერიოზული კითხვები არსებობდა ამ ადამიანების საქმიანობასთან დაკავშირებით.
"სამსახურიდან გაშვებულმა ადამიანმა შეიძლება ბევრი რამ თქვას, მაგრამ მეორე მხარესაც უნდა მოვუსმინოთ. პროკურატურამ გამოაქვეყნდა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანები რაღაც გაშარჟებული ფოტოშოპებით და სურათებით იყვნენ დაკავებულები, რაც არის კატასტროფა. როდესაც პროკურორი ერთობა ფოტოშოპებით, ეს არის კატასტროფა. ასეთი ადამიანი არსად არ უნდა მუშაობდეს. არ უნდა მუშაობდეს სახელმწიფო დაწესებულებაში. თუ ადამიანი არ მუშაობს, ზის და მთელი დღე ერთობა, ეს არის პარაზიტობა, სხვა არაფერი. ამას ჰქვია სახელმწიფოს ხარჯზე პარაზიტობა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერი მიიჩნევს, რომ 30 პროკურორის სამსახურიდან გაშვება არ არის კატასტროფა და ამაზე არ შეიძლება სკანდალის აგორება.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1145
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია