დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს ვენეციის კომისიის დელეგაცია ეწვია
ავტორი:
2014/იანვარი/16 09:30:02
საქართველოს ვენეციის კომისიის დელეგაცია ეწვევა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო და კომისიის მდივანი ტომას მარკერტი.
ვიზიტის ფარგლებში ისინი იუსტიციის სახლში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდებიან.
ჯანი ბუკიკიო და ტომას მარკერტი ასევე შეხვდებიან: პარლამენტის ვიცე- სპიკერს, ზურაბ აბაშიძეს, უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძე, დეპუტატ ეკა ბესელიას, ვახტანგ ხმალაძეს, სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს, "ახალი მემარჯვენეების" წევრს, ფიქრია ჩიხრაძე, ექსპერტებს: ავთანდილ დემეტრაშვილს, ჯონი ხეცურიანს, კახა კახიშვილს.
ვიზიტის ფარგლებში ვენეციის კომისიის დელეგაცია ასევე ეწვევა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისს, შემდეგ გაემგზავრება მთავრობის კანცელარიაში, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდებიან.
იუსტიციის სახლში შეხვედრა გაიმართება საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ალექსანდრე ბარამიძესთან და იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძესთან.
სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გაიმართება.
ვიზიტის ბოლოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1222
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია