დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაიკლ იენსენი - შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ პირდაპირი წესით არჩეულ მერს სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილება უჩერდება
ავტორი:
2014/იანვარი/15 20:30:03
შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ პირდაპირი წესით არჩეულ მერს სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილება უჩერდება , - ამის შესახებ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელმა მაიკლ იენსენმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში სულ მალე ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს. "რა თქმა უნდა სამართლებრივი დევნისგან თავისუფალი არავინ არის, მაგრამ გარკვეული თავშეკავება უნდა იყოს სასამართლოს მიერ, როდესაც ვსაუბრობთ არჩეულ თანამდებობის პირზე", - განაცხადა მაიკლ იენსენმა. მისივე თქმით, გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილის საკითხს ისინი აუცილებლად მიადევნებენ თვალყურს და ეს მათ ანგარიშშიც აისახება.
რაც შეეხება ანგარიშს, როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა აღნიშნეს, მათი ვიზიტის შედეგები აისახება ანგარიშში და ისინი იმედოვნებენ, რომ ამ ანგარიშს აპრილში ევროპის საბჭოს სხდომაზე წარადგენენ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასმბლეის თანამომხსენებლები, მაიკლ იენსენი და ბორის სილევიჩი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტს, პრემიერს, მთავრობის წევრებს, პატრიარქს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დეპუტატებს შეხვდნენ. ისინი საქართველოს სავარაუდოდ გაზაფხულზე ისევ ეწვევიან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1186
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია