დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი აბესაძე - ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, კითხვის ქვეშ დგება მერიის მიერ დაგეგმილი პროგრამები
ავტორი:
2014/იანვარი/15 12:00:03
ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, კითხვის ქვეშ დგება მერიის მიერ დაგეგმილი ყველა ის პროგრამა, რომელიც 2014 წლისთვის იყო გათავალისწინებული , - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი აბესაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის საკრებულოს უმრავლესობა ვერ გაერკვა ვერც საბიუჯეტო კოდექსში, ვერც ქართულ კანონმდებლობაში და ვერც იმ წერილში, რომელიც თბილისის მერიამ მათ პრობლემების თავიდან ასაცილებლად გაუგზავნა.
"პრობლემები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ არის სოციალური და ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ასევე პრობლემები ექმნება კომუნალური ვაუჩერების დარიგებას და ოპერაციების დაფინანსებას", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მისივე თქმით, ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობა, მნიშვნელოვნად ზღუდავს აღმასრულებელი ორგანოს მოქმედების არეალს და თბილისის მერიას შეეძლება მხოლოდ ხარჯოს ბიუჯეტით გათვალისწინებული თითოეული პრიორიტეტის ფარგლებში იმ თანხის 1/12, რაც გასული წლის ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1236
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია