დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ნარმანია ქვემო ქართლის გუბერნატორს, გამგებლებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდება
ავტორი:
2014/იანვარი/14 19:30:03
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ხვალ, ქვემო ქართლის გუბერნატორ გიორგი მღებრიშვილს და მხარის გამგებლებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, შეხვედრა 12:00 საათზე, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინიატრაციაში გაიმართება.
"სამუშაო შეხვედრაზე მინისტრი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიაწვდის ინფორმაციას იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო 2014 წელს რეგიონში გეგმავს. საუბარი შეეხება საავტომობილო გზების რეაბილიტაციას, წყალმომარაგების სისტემების გამართვას, მყარი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებსა და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს", - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე განხილული იქნება, ასევე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებისთვის დამტკიცებული პროექტები, მათი დაწყებისა და განხორციელების ვადები.
"ჯამში, ქვემო ქართლში 2014 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 17 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს, ხოლო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტები ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დამატებით 16 მილიონამდე ლარს მიიღებენ, რომლითაც 49 პროექტს განახორციელებენ", - აცხადებენ სამინისტროში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1149
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია