დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრეზიდენტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს შეხვდა
ავტორი:
2014/იანვარი/14 14:30:03
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები მაიკლ ასტრუპ იანსენი და ბორის სილევიჩი მიიღო.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას, მხარეებმა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს.
საუბარი შეეხო ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა, სახელმწიფოს მიერ უმცირესობათა უფლებების დაცვა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა, ქვეყნის გზა ასოცირების შეთანხმების პარაფირებიდან მის ხელმოწერამდე, ასევე ის პოზიტიური ცვლილებები, რომლებსაც ხელისუფლება ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის მიმართულებით ახორციელებს.
ქვეყნის პირველმა პირმა თანამომხსენებლებს მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს მიერ საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე გაწეული მხარდაჭერისთვის.
ქართული მხრიდან შეხვედრას პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ივანე მაჭავარიანი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში კონსტანტინე კორკელია ესწრებოდნენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1312
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია