დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს შეხვდა
ავტორი:
2014/იანვარი/14 12:30:03
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს, მაიკლ ასტრუპ იანსენსა და ბორის სილევიჩს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული პოლიტიკურ მოვლენები, საკონსტიტუციო რეფორმა, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, ევროსაბჭოს ყოფილი კომისრის, თომას ჰამარბერგის ანგარიში და უმცირესობათა საკითხები განიხილეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა თანამომხსენებლებს საქართველოს მხარდაჭერისა და გამოჩენილი ინტერესისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ ერთხელ შეფასდა, როგორც დემოკრატიული და გამჭირვალე.
"საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროსაბჭოსთან მჭიდრო ურთიერთობას და მომავალში უფრო აქტიურ თანამშრომლობას ელის. ჩვენ ჩავატარეთ სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები 2013-ში; არჩევნები, სადაც ადმინისტრაციული რესურსები არ იყო გამოყენებული, მოწვეული გვყავდა დიდი რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებელი, რასაც შემდეგ ეუთოსა და საერთაშორისო საზოგადოების პოზიტიური შეფასება მოჰყვა. ჩვენი ქვეყანა მზადაა, დემოკრატიის განვითარების გზაზე კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას", – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1223
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია