დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქპატენტი "IT-ინკუბატორის" შექმნაზე კონკურსს აცხადებს
ავტორი:
2014/იანვარი/13 20:30:02
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ე.წ. "IT-ინკუბატორის" პროექტის განხორციელებას იწყებს. საქპატენტმა მონაწილეობის მსურველთათვის კონკურსი გამოაცხადა. უწყების ცნობით, კონკურსის შედეგად შერჩეული ათი სუბიექტი ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის შექმნაზე 6 თვის განმავლობაში მაღალი სტანდარტების შესაბამის გარემოში იმუშავებს. შექმნილი პროდუქტი კი მთლიანად კონკურსანტების საკუთრება იქნება. გამარჯვებულებს საქპატენტის მიერ სპეციალურად შექმნილი კომისია გამოავლენს.
"IT-ინკუბატორის" პროექტი წარმოადგენს არაერთ ქვეყანაში წარმატებით განხორციელებული პროექტის ანალოგს, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში ინოვაციური საქმიანობისა და დამწყები პროგრამისტების წახალისებას. საქპატენტი უზრუნველყოფს "IT-ინკუბატორს" საჭირო ინვენტარით, რაც გულისხმობს პროექტის მონაწილეთათვის სამუშაო ადგილის, შესაბამისი სამუშაო გარემოსა და აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკის გამოყოფას. ე.წ. "IT-ინკუბატორის" პროექტში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მოღვაწე ფიზიკურ პირებს, გაერთიანებებს, ასევე იურიდიულ პირებს, რომლებმაც პროექტში მონაწილეობისათვის უნდა გაიარონ შესაბამისი კონკურსი", - ნათქვამია საქპატენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 1-ელი თებერვალი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2778
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია