დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ნარმანია 2014 წლისთვის რეგიონებში დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაციას წარმოადგენს
ავტორი:
2014/იანვარი/12 21:00:03
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2014 წლისთვის დაფინანსებული პროექტების შესახებ ხვალ ინფორმაციას წარმოადგენს.
რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტებს მუნიციპალიტეტები და გუბერნატორები შეიმუშავებენ, თავადვე განსაზღვრავენ პრიორიტეტებს, ხოლო მათი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება.
რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ, რომელიც პროექტების შერჩევას ახდენს, პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე დაასრულა და პროექტები საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინა.
მიმდინარე წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდით დასაფინანსებელი პროექტებიდან პრიორიტეტულად გამოიყო გზის საფარის მოწესრიგება, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემის გამართვა, ეზოების კეთილმოწყობა, საფეხბურთო სტადიონების, საფეხმავლო ბილიკების, საბავშვო ბაღებისა და სხვა შენობების რეაბილიტაცია, ამხანაგობების მიერ შემუშავებული წინადადებების თანადაფინანსება და სხვ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1240
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია