დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგი უგულავა საქართველოში დაბრუნდა
ავტორი:
2014/იანვარი/12 18:00:02
გიგი უგულავა საქართველოში დაბრუნდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსისთვის" რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
გიგი უგულავა ქვეყნიდან პირად საქმესთან დაკავშირებით 9 იანვარს გავიდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" უგულავას ადვოკატმა, გიზო უგლავამ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 15 იანვარს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს დაესწრება.
"გიგი უგულავა ქვეყნიდან პირადი საქმის გამო გავიდა 9 იანვარს საღამოს, რაზეც ინფორმირებული იყო როგორც სასამართლო, ასევე პროკურატურა. თუმცა გიგი უგულავას ქვეყნის დატოვების შეზღუდვა დაწესებული არ აქვს და მიუხედავად ამისა, მან 9 იანვარს, სასამართლოზე განაცხადა, რომ აპირებდა ქვეყნის დატოვებას", - განაცხადა გიზო უგულავამ.
"ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში დაუდასტურეს, რომ ბრალდებულ უგულავას საქართველოს დატოვების უფლება შეზღუდული არ აქვს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1186
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია