დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი არიელ შარონის გარდაცვალების გამო ებრაელ ხალხს სამძიმარს უცხადებს
ავტორი:
2014/იანვარი/11 19:00:03
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არიელ შარონის გარდაცვალების გამო, ებრაელ ხალხს სამძიმარს უცხადებს. "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის გარდაცვალების გამო. არიელ შარონი ისრაელის გამორჩეული ლიდერი იყო. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ისრაელის უახლეს ისტორიაში. გულითადად ვუსამძიმრებ ჩვენს მოძმე ხალხს ამ დიდ დანაკლისს", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმრის წერილში.
არიელ შარონი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
არიელ შარონი, კომაში, 2006 წელს ინფარქტის გადატანის შემდეგ ჩავარდა. მას შემდეგ ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1369
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია