დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ზაზა გაბუნია - ვაკის პარკში სასტუმრო არ უნდა აშენდეს
ავტორი:
2014/იანვარი/10 16:30:03
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას ეწინააღმდეგება.
ზაზა გაბუნიას განცხადებით, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონების და მწვანე საფარის დასაცავად უფრო ქმედითი და ეფექტური ნაბიჯებია გადასადგმელი სხვადასხვა დონეზე.
"თბილისის საკრებულოს უმრავლესობის სახელით, მხარდაჭერას ვუცხადებ იმ ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ ვაკის პარკის მიმდებარედ სასტუმროს აშენების განზრახვას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არამხლოდ სიტყვიერად, არამედ სპეციალური დადგენილებით, რომელიც თბილისის საკრებულომ რამდენიმე დღის წინ მიიღო და რომლითაც თბილისის მთავრობას ვავალებთ, რომ გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას ამ მშენებლობასთან მიმართებით ნებართის გაცემასთან დაკავშირებით", - აღნიშნა გაბუნიამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1281
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია