დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით საგანელიძე - პრემიერთან შეხვედრაზე მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე საუბარი არ ყოფილა
ავტორი:
2014/იანვარი/09 21:30:03
პრემიერ-მინისტრთან სამუშაო შეხვედრაზე მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე საუბარი არ ყოფილა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევა პორემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და პარლამენტი ამ საკითხში ჩარევას არ აპირებს.
დავით საგანელიძის ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი თემები იყო რიგგარეშე პლენარული სხდომების გამართვის საკითხი, ასევე, პარლამენტში უკვე ინიცირებული კანონპროექტები და სამომავლი საკანონმდებლო ცვლილებები.
"პარლამენტს თებერვლამდე არდადეგების გამოცხადების ფუფუნება არ ექნება და, სავარაუდოდ, 17-20 იანვრის პერიოდში უკვე ქუთაისში შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელთა ინიცირებასაც მთავრობა გეგმავს. გარდა ამისა, ძალიან სერიოზულ განხილვას მოითხოვს უკვე შემოსული კანონპროექტებიც. შესაბამისად, ასეთი სამუშაო შეხვედრები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა დავით საგანელიძემ.
რაც შეეხება მთავარი პროკურორის კანდიდატურას, დავით საგანელიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტი ამ საკითხში ჩარევას არ აპირებს, შესაბამისად, ამ თემაზე დღეს მსჯელობა არ ყოფილა. "მენდეთ, ამ თემაზე არ გვისაუბრია, შესაბამისად, ვერც ირაკლი შოთაძის შესაძლო კანდიდატობაზე გეტყვით რამეს და ვერც სხვაზე", - აღნიშნა საგანელიძემ.
პრემიერ-მინისტრთან სამუშაო შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც ესწრებოდნენ. შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში სამ საათს გაგრძელდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1130
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია